ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაძე: “თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც იმოქმედებს”

თბილისის მერმა კახი კალაძემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მერიაში ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერებში, დანაშაულის ნიშნები იკვეთება აღნიშნა, რომ მთავარი არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კალაძის თქმით მერია სწორედ ასეთ ადამიანებთან ითანამშრომლებს მომავალშიც.

„თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც იმოქმედებს, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდისთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და შესაბამისად, ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფუძველზე, ამას პროკურატურა დაადგენს .

იტვირთბა....