ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ განაცხადა მერია დაზარალებულებს სრულად დაეხმარება.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.