ახალი ამბები მთავარი სამართალი

ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული პატრულ-ინსპექტორი გირაოთი გაათავისუფლეს

მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლის ცემის ბრალდებით დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.

“საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს”,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....