თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ”პალიტრანიუსის გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, რომ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ დაჰპირდნენ ახალი დეტალების გარკვევას, თუმცა მას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
”პროკურორთან შეხვერდრის შემდგომ არანაირი სიახლე არ არის, არავინ დაგვკავშირებია. შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალი დეტალები იქნებაო. მთელი ხეობა მეუბნება, ჩავიდეთ თბილისში და აქციები გავმართოთო, მაგრამ ამ ხალხს ვეუბნები, რომ თავი შევიკავოთ. მე არც ის მინდა რომ ჩემი წუხილი ხალხზე გადავიტანო და სიტყვა მაქვს ნათქვამი, რომ უნდა დაველოდო სამართალს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.