ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ყალბი ოქროს ზოდების გასაღებაში სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნილი ბოლო დროს მომხდარი საქმეების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში, ყალბი ოქროს ზოდების რეალიზების ფაქტზე, სომხეთის მოქალაქეები დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ.

“პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით, თბილისში, სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. რკინიგზის სადგურზე არსებული “ოქროს ბირჟის” მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები ყალბ ოქროს ზოდებს ყიდიდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველმა სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქეები მაშინ დააკავეს, როდესაც სხვადასხვა მეტალის შემცველ ნაკეთობებს უმაღლესი სინჯის მქონე, 100 გრამიან ოქროს ზოდებად ასაღებდნენ და მის რეალიზებას მოტყუებით ცდილობდნენ. ერთი ზოდის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარზე მეტს შეადგენდა. პოლიციამ ყალბი ოქროს ერთი ზოდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს დანაშაულის წინააღმდეგ ინტენსიურ ბრძოლას და თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ.

იტვირთბა....