ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე აუდიტის დასკვნაზე: საქმე, სავარაუდოდ, გამოძიებას გადაეცემა

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, აუდიტის დასკვნის მიხედვით, სადაც მერიაში გარკვეულ გადაცდომებზეა საუბარი, შესაძლოა გამოძიება დაიწყოს. მისი თქმით, მან  არ იცის კონკრეტულ კომპანიებს და კონკრეტულ  პირებს რა სახის დანაშაულზე ედავებიან.

„მე არ ვიცი კონკრეტული კომპანიები და კონკრეტული პიროვნებების დონეზე არ ჩავსულვარ.
აქ საუბარი არის კომპლექსურ პრობლემაზე, რაც აუდიტის დასკვნაში არის წარმოდგენილი, რის ნაწილსაც ჩვენ ვეთანხმებით, რაზეც არის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება სამომავლოდ გათვალისწინებული და ჩვენი მიდგომებიც არის ასეთი, რაც რეკომენდაციაში არის წარმოდგენილი. სხვა მიმართულებას, რაც შეეხება, ალბათ, გამოძიებაში გადააგზავნის აუდიტის სამსახური და ეს გამოძიების საქმეა,“ – განაცხადა კალაძემ.

აუდიტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორ ოთარ ფარცხალაძის კომპანიას თბილისის მერიამ, უკონკურენტო გარემო შეუქმნა. კალაძის თქმით, აუდიტის დასკვნაში წარმოდგენილი პრობლემების ნაწილს მერიაშიც იზიარებენ.

 

იტვირთბა....