ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაბაშვილი: 50 მილიონიანი პროექტი ტენდერის გარეშე განხორციელდა

ფრაქციის ,,ევროპული საქართველო’’ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტისთვის 50 მილიონი ლარის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განკარგვის საკითხზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით,  ,,ევროპული საქართველო’’ თბილისის ისტორიულ დაცვით ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას მიესალმება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ფრაქციის წევრებს შესაბამის სამსახურებთან გარკვეული შეკითხვები აქვთ.

დეპუტატმა ,,თბილისის განვითარების ფონდისგან’’ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენა მოითხოვა და დაინტერესდა, თუ რატომ ხდება ერთ პირთან მოლაპარაკების და არა ტენდერის გზით ათეულობით მილიონიანი პროექტის განხორციელება.
,,გამომდინარეს იქედან, რომ თანხების განკარგვის უფლების მოთხოვნა ,,თბილისის განვითარების ფონდის’’ მხრიდან მოხდა, გვაინტერესებს, რომელი სამშენებლო და საპროექტო კომპანიები განახორციელებენ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას’’,-განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

 

 

იტვირთბა....