ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხვალ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ხვალ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება. ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი და მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც დაესწრება.

როგორც კუბლაშვილი აცხადებს მათ საშუალება ექნებათ ხელახლა დაათვალიერონ ოთახი სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. ის ორი კვირის განმავლობაში თბილისში მკურნალობდა, თუმცა 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახი სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს და ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

იტვირთბა....