ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილი: “შემოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მესროლა”

დოდო გუგეშაშვილი 7 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. ინფორმაციას tv pirveli ავრცელებს. გუგეშაშვილის თქმით, მკვლელმა მას დახმარება სთხოვა, ასევე აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა სახლში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში გულის არეში ესროლა.

“მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე; მის ახლობელს კიევში მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა. ვინაიდან უკრაინაში ომია და მე იქ მყავს ნაცნობები, მთხოვა, დავხმარებოდი, რომ ის პიროვნება აეროპორტიდან მაღაზიამდე უსაფრთხოდ მისულიყო.

ეს ადამიანი გამეცნო, როგორც ზურა. იმდენად უმნიშვნელო იყო ჩემთვის, რომ არც მახსოვს, გვარი მითხრა თუ არა.

სამწუხაროდ, მე არასდროს მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ჩემთან ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, ჩვეულებრივად, რამდენჯერმე სახლშიც შემოვუშვი, – რადგან მე ყველას ვუშვებ სახლში. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, კარი იმ დღესაც ღია მქონდა. შემოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მესროლა. მახსოვს, რომ მესროლეს გული არეში და მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე გასული იყო სახლიდან. როგორ ესროლა ჩემს შვილს, – არ მინახავს” – განაცხადა გუგეშაშვილმა.

იტვირთბა....