დაგროვებითი პენსიის შესახებ მთავრობის ინიციატივას “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ეხმაურება. მისი განცხადებით, “ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ე.წ. რეფორმა სინამდვილეში არის ხელფასების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი”
კახიძე მიიჩნევს, რომ კანონის მიღებით ყველა მოქალაქეს ხელფასი დააკლდება.
„ეს კანონპრორქტი 40 წლამდე ასაკის ყველა მოქალაქეს 4%-მდე შეუმცირებს შემოსავალს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ადამიანს, ვისაც შემოსავალი აქვს 1000 ლარი თვეში, მას გადასახადის სახით დამატებით სახელმწიფო წლის ბოლოს გამოართმევს 500 ლარს. ეს რეფორმა რომ სასარგებლო იყოს, იქნებოდა არა სავალდებულო, არამედ ნაბყოფლობითი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი ხელისუფლებამ, რომ პროექტი წარმოადგინა სავალდებულოდ. ასევე, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის თანახმად, დაუშვებელია გადასახადის დაწესება რეფერენდუმის გარეშე. ახლა გვთავაზობენ ახალ ე.წ. საპენსიო გადასახადს, რის შედეგადაც ყველა მოქალაქეს, ვისაც ხელფასი აქვს, დააკლდება შემოსავალი, ყველა დამსაქმებელს მოუწევს ახალი გადასახადის გადახდა დასაქმებულის სასარგებლოდ და გამოიწვევს 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის ზრდას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტმა მთავრობის ინიციატივას დაგროვებითი პენსიის შესახებ მხარი დაუჭირა.