ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წულუკიანი ნათელაშვილზე: “ბავშობაში იყო ასეთი თამაში: “ვირი ვარ და ვყირივარ”

თეალ წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შალვა ნათელაშვილს საქალაქო სასამართლომ დაავალა, ტელეკომპანიების „იბერიისა“ და „ტვ პირველის“ ეთერით განაცხადოს, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისადმი გაკეთებული მისი განცხადებები ცილისწამებაა.

“ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.)”, – წერს წულუკიანი.

იტვირთბა....