ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 333 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდებათ.
„დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ 333 დევნილი ოჯახის საკუთრების საკითხი იქნა განხილული და მათ დაუმტკიცდათ საკუთრება. მათ შორის რამდენიმე იყო ისეთი ადგილი, სადაც მრავალი წლის განმავლობაში იდგა პრობლემა და ვერ ხერხდებოდა გადაწყვეტა, მაგალითად, თელავში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობები, რომლებიც გარემონტდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.