ახალი ამბები მთავარი სამართალი

“როსტომაშვილი პატიმრებს ცუდად უსწორდებოდა და ჩემმა შვილმა კაცურად სცემა”

საქალაქო სასამართლოში დავით როსტომაშვილის ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თავდაპირველად ბექა კირვალიძე როსტომაშვილის ცემისთვის დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უკვე ყაჩაღობის ბრალდება წაუყენეს.

“როსტომაშვილი არა მარტო ჩემს შვილს არამედ ძალიან ცუდად უსწორდებოდა პატიმრებს, ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ არის ნაცემი როსტომაშვილისგან და აი, ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა და დავით როსტომაშვილმა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა საქმე სამ უდანაშაულო ბიჭს“- ამბობს ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.

დაკავებულია კირვალიძის ორი მეგობარიც – ზურაბ ქუთელია და არტიომ აგაჯანოვი. გამოძიების ინფორმაციით, ცემისას მათ დაცვის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს და იუმორისტს, დავით როსტომაშვილს ოქროს სამკაული ჩამოგლიჯეს.

სამივე ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ყაჩაღობას უარყოფენ.

იტვირთბა....