ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუბარი: “სააკაშვილი ადრე თუ გვიან აგებს პასუხს”

ნებისმიერი დამნაშევე კანონის წინაშე აგებს პასუხს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება – სააკაშვილი თუ “ლავასოღლი”, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც და კუნჭულშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი“, თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერი დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე, წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის – დღეს, ხვალ, თუ ზეგ, არ ვიცი“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს და ახლა ის ჰოლანდიაში იმყოფება.

იტვირთბა....