დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
დანაშაულის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები გუშინ იპოვეს . მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.