ახალი ამბები მთავარი სამართალი

პარლამენტთან “აუდიტორია 115”-ის აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, “აუდიტორია 115” აქციას მართავს, თუმცა  „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაძაბულობაა.

როგორც ცნობილია დაპირისპირება აქციის მონაწილეების გზის სავალ ნაწილზე გადასვლას მოჰყვა. პოლიციის  თანამშრომლები კი მათ მოუწოდებენ, რომ აქცია პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე გამართონ და საავტომობილო მოძრაობა არ შეაფერხონ.

აქციის ორგანიზატორების ძირითადი მოთხოვნა ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და შრომითი უფლებების გაძლიერებაა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომით ინსპექტორს სასამართლო ნებართვის გარეშე ობიექტების შემოწმების უფლება ჰქონდეს, ასევე დაწესდეს შესაბამის საჯარიმო სანქციები.

იტვირთბა....