საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კორტოხსა და ბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.