ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქუთაისის 30-ე სკოლაში პოლიცია გამოიძახეს

ქუთაისის 30-ე სკოლაში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

პოლიციის გამოძახების მიზეზად სხვა სკოლის მოსწავლის, ზ.შ.-ს მიერ 30-ე სკოლის მოსწავლეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა და ტელეფონის ნომრების მოთხოვნა სახელდება.

როგორც მოსწავლეები აცხადებენ, ზ.შ 30-ე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, იგი ხშირად დადის სკოლაში და ბავშვებს ემუქრება, ასევე ატარებს დანას.

დირექტორის, მიხეილ გიორგაძის თქმით, საპატრულო პოლიციის გამოძახება საფრთხის თავდან აცილების მიზნით გახდა საჭირო.

იტვირთბა....