პოლიციამ იტალიაში 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვისას 25 წლის ქართველი დააკავა – იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი ლომბარდიის რეგიონში, როველასკას რაიონში მოხდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლის ღობეზე გადაძვრა და სიგნალიზაციის გათიშვა მოახერხა.
სამართალდამცავების თქმით, ბოროტმოქმედმა სახლიდან დაუდგენელი ღირებულების ძვირფასეულობა და სამკაული მოიპარა.
მძარცველი პოლიციამ მეზობლების დახმარებით დააკავა, რომლებმაც სამართალდამცავები დროულად გამოიძახეს.
25 წლის ქართველი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.
წყარო: 1tv.ge