ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ ქავთარაძის ქუჩაზე ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა

საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ქავთარაძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელზეც გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....