ახალი ამბები მთავარი სამართალი

გორში სამ 13 წლის მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლი მიიმალა

გორში სამ მოზარდს დაეჯახა. როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“გორში სამ მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა და მძღოლი შემთვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე
ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”, – განაცხადეს შსს-ში.

როგორც “მეტრონომს” კლინიკა “გორმედში” განუცხადეს, 3 13 წლის გოგონა შეიყვანეს დღეს საავადმყოფოში და არც ერთის მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....