ბორჯომის საკრებულოში განვითარებუი მოვლენებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დაინტერესდა.
კობახიძის თქმით მთავარია მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეწყდეს.
“მე, როგორც პარტიული ლიდერი, დავინტერესდები ამ საკითხით. მიზანი არის ის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება არ შეფერხდეს, ბორჯომის მოსახლეობა იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი იმ მომსახურებებით, რომლებიც მიეწოდება მუნიციპალიტეტის მხრიდან. თუ არის საჭირო ჩარევა, ამ შემთხვევაში, ჩავერევით პოზიტიური კუთხით”, – განაცხადა კობახიძემ.
ბორჯომის ახალმა საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა. ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს ქართული ოცნების დეპუტატებიც უცხადებენ.
ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ წელს ბორჯომის თვითმმარველობის 125 თანამშრომელს ჯერ ხელფასი არ აუღია. ამის მიზეზი კი ბორჯომის საკრებულოს მიერ საშტატო ნუსხისა და მერიის თანამდებობის პირთა ხელფასების გაზრდაზე ბორჯომის მერიის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაა.