დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. მას დღეს შვილის პანაშვიდზე რეანომობილით გადაიყვანენ.
ირკვევა, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელშიც ჩრთვასაც დოდო გუგეშაშვილს მკვლელი ან მასთან დაახლოებული პირი სთავაზობდა. როგორც დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მალხაზ თოფურია აცხადებს, მას გამოძიებამ სავარაუდო თავდამსხმელის ფოტორობოტი ანახა, თუმცა ნაცნობი პირი ვერ ამოიცნო.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, საკუთარ ბინაში დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.