გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.
15 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მომატებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.