“გურიის მოამბის” ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს.
შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. ლანჩხუთის მერიაში ამბობენ, რომ ქურდობა სავარაუდოდ ღამე მოხდა და მხოლოდ საკვები პროდუქტები წაიღეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.