ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვოლსკი: “ყველა ქვეყანას მივმართავთ, სადაც სააკაშვილი იქნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი კვლავაც აქტუალურია.

“რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ”, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში რესტორან “სულგუნში” დააკავეს და პოლონეთში გააძევეს.

იტვირთბა....