ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

გია ხუხაშვილი: “უკრაინის ხელისუფლებამ ქართულ სახელმწიფოს სილა გააწნა”

უკრაინა ქართულ სამართალს არ ენდობა, მან მტერიც კი არ გადმოსცა საქართველოს, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების საკითხის კომენტირებისას.

“მიხეილ სააკაშვილის გაძევება ჩვენთან მიიმართებაში არაფერ კარგს არ ნიშნავს. ფაქტობრივად, უკრაინამ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა. მან თქვა მარტივი რამ – სააკაშვილი არის ჩვენი მტერი, არ გვინდა ის ჩვენს ქვეყანაში რაიმეს აკეთებდეს. სააკაშვილი ეჭვმიტანილია უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს სამართლის არ გვჯერა და მტერსაც კი არ გადმოგცემთ. უკრაინის ხელისუფლებამ ქართულ სახელმწიფოს სილა გააწნა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში რესტორან “სულგუნში” დააპატიმრეს და პოლონეთში გააძევეს.

იტვირთბა....