ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი სააკაშვილზე: სასიამოვნო იმაში არაფერია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე ექცევიან

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასიამოვნო იმაში არაფერია, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებში ვიხილეთ. მისი თქმით, ცუდია, როდესაც  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასე ექცევიან. უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, თუმცა ეს გზა თავად მესამე პრეზიდენტმა აირჩია. მისი განცხადებით, სამწუხაროდ უკრაინელებმა საქართველოს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რაც  სამწუხარო შედეგით დასრულდა.

“სასიამოვნო იმაში  არაფერი ყოფილა, რაც კადრებში სააკაშვილის დაკავებისას ვიხილეთ.
როდესაც საქმე  საქართველოს ყოფილ  პრეზიდენტს ეხება, ეს არის შეურაცხმყოფელიც, მტკივნეულიც და დამაფიქრებელიც, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გზა აირჩია ყოფილმა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მის მომავალს, სამწუხაროდ, უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება მასთან დაკავშირებით. იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ და ისინიც მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდებიან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. საქართველოს მესსამე პრეზიდენტი ამ ჟამად ვარშავაში იმყოფება.

იტვირთბა....