პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, უკრაინასთან სააკაშვილის ექსტრადაციაზე გარკვეული დეტალები შეთანხმებული იყო, მაგრამ ის უცებ პოლონეთში გადააფრინეს.
“მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა დამდგარი და შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რაც კანონითაა გათვალისწინებული, განხორციელდეს. მათ შორის, ლოგიკურია, რომ ექსტრადირების პროცედურები დაიწყოს და მოხდეს მიმართვა. მაგრამ, ამ თვალსაზრისით სამართლებრივი დეტალები არ ვიცი. უკრაინასთან შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული იყო, მაგრამ ეს ამბავი ახლა უცებ მოხდა და შესაბამის სტრუქტურებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ, მათ შორის, საექსტრადიციო პროცედურებზე.
ის, რომ ჩვენ გარიგება გვქონდა უკრაინის ხეისუფლებასთან დადებული, სასაცილოა. გარიგების შემთხვევაში საქმე სხვაგვარად წავიდოდა.