ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იზორია: “ნატო თავდაცვისთვის ბიუჯეტის 20%-ს ითხოვს, რასაც ვაჭარბებთ”

თავდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტს 2018 წლის ანგარიშს წარუდგენს. იზორია საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა და კანონმდებლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ჯაველინების შეძენის შემდეგ უკვე დასრულდა ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე მოლაპარაკებების პირველი ფაზა საფრანგეთთან.

“იცით,რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინების სისტემაზეა საუბარი, ვასრულებთ, საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე,“-განაცხადა იზორიამ.

 

იტვირთბა....