ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იზორია: მრავალეროვან სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მრავალეროვან სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს. მან ამის შესახებ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიასთან  განაცხადა. მისი განცხადებით, სამხედრო სწავლებები მზადყოფნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

”სამხედრო სწავლებები სამხედრო მზადყოფნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პირველ რიგში, მინდა ”ღირსეული პარტნიორი” და ”მტკივრ სული” (Agile Spirit) გამოვყო. რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე შეიარაღების, იყო აშკარად გაზრდილი წინა წლებთან შედარებით და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

”მტკიცე სულის” სწავლებების ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც. ეს იყო ერთ-ერთი განხილვის თემა ბატონ მატისთან შეხვედრის დროს. ჩვენი ტენდენციები სამხედრო სწავლებების კუთხით მზარდია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია”, – განაცხადა იზორიამ.

იტვირთბა....