BILD-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელს დახმარებას თხოვს და აცხადებს, რომ თუ პოროშენკოს უკრაინას არ მოაშორებენ ქვეყანა კორუფციის ჭაობში ჩაიძირება.
„კიევის კაფეში მე თავს ნიღბიანები დამესხნენ, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ. შემდეგ მათ კერძო თვითმფრინავით გადამიყვანეს პოლონეთში. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენო დგას. თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს იღონებს, უკრაინა ჩაიძირება. პოროშენკო ქვეყანას ანგრევს,“-აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილი კიევში რესტორან “სულგუნში” დააპატიმრეს და პოლონეთში გაამგზავრეს.