ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი 7 თებერვალს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, თავდამსხმელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო, თავად გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

გუგეშაშვილის ოჯახში მომხდარი თავდასხმის მთავარ მოტივად 15 წლის წინ მომხდარი კონფლიქტი სახელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტში მონაწილე პირებს შორის დაპირისპირების მზეზი გოგონა გახდა. თუმცა ამ ფაქტიდან ცოტა ხნის შემდეგ სამართალდამცველებმა  გუგეშაშვილთან დაპირისპირებაში მყოფი პირი სულ სხვა მიზეზით დააკავეს.

დოდო გუგეშაშვილმა ჯერჯერობით შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაცხრილეს. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....