როდესაც ფორმიანი პირები შემოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, თუმცა ვერ მოასწრო, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას რესტორან SULUGUNI-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, დაკავების დროს სააკაშვილი ყვიროდა.”ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება მოასწრო“, – ყვება რესტორან SULUGUNI-ს თანამშრომელი.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს.

