უკრაინის მთავარმა პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათი ინფორმაციით, სააკაშვილის დაკავებასთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა. თუმცა სად იმყოფება ახლა ის მათთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა დააკავა. თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

