მიხეილ სააკაშვილის დაჭერის ფაქტს, ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ციხეში გაჩერებას არ აპირებს.
„უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ესაა პოლიტიკური დევნისა და უსამართლობის კულმინაცია . საქართველოსა და უკრაინის მმართველობა ოლიგარქიულ რეჟიმს ექვემდებარება და მათ პოლიტიკურ მომავალს პოლიტიკურ სანაგვეზე ვხედავ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქრთველოში იგეგმებოდა სააკაშვილის ექტრადაცია და თქვენ როგორ გგონიათ სააკაშვილი ქართულ ციხეში წამოწვება ნარებზე და დაელოდება სასამართლო პროცესს? ის შუბლით გაანგრევს კარს. მიხეილ სააკაშვილი არ დარჩება ციხეში. ამის გარანტიას გაძლევთ. თუ ის ჩამოიყვანეს საქართველოში ნახავთ რა შედეგი მოყვება საზოგადოების მხრიდან მის უკანონო დაპატიმრებას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 9 წლიანი მმართველობის მანძილძე სახელმწიფო ფეხზე დააყენა. საზოგადოება მიხვდა რომ საქართველოს ექს პრეზიდენტს გირგვლიანის საქმე მიაწებეს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ სააკაშვილი დიდხანს ციხეში არ გაჩერდება“- განაცხადა რომან გოცირიემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხელ სააკაშვილი, უკრაინაში ერთ-ერთ ქართულ რესტორანში დააკავეს.

