საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს და ის შესაძლოა, აეროპორტისკენ მიჰყავთ. მისივე თქმით, უცნობია კონკრეტულად ვინ გაიტაცა სააკაშვილი, ვინაიდან ამ ადამიანებს საბუთები არ წარუდგენიათ და მათთვის უცნობია ვინ არიან ისინი.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს. უცნობია ახლა ის სად იმყოფება. მის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებში ვამოწმებთ. გვაქვს ორი ავტობუსის ფოტო, რომლებიც იმ რესტორანთან მოვიდნენ, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ყველაფერი ეს ქვეყნიდან სააკაშვილის უკანონო დეპორტირების სურვილზე მეტყველებს.
ახლა მთავარია იმის გარკვევა, თუ ვინ გაიტაცა სააკაშვილი და რის საფუძველზე მოხდა ეს“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმმა დააკავა. თუმცა მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

