ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ვოლსკი: “პრემიერის მამა ის ადამიანი არაა ვისაც მხოლოდ პენსია აქვს”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერმინისტრი გააკრიტიკა მამის მიერ ნაჩუქარი 50 000 დოლარის გამო. ამ სიტყვებს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი და განაცხადა, რომ “უზნეოს უზნეობა ელანდება“.

“არ ვიცი ვინ არის ლევან ხაბეიშვილი მაგრამ ფაქტი ერთია, რომელიც ყველამ კარგად იცის პრემიერმინისტრის მამა დიდი ხანია სოფლის მეურნეობაში დაკავებულია. ძალიან სერიოზული ბიზნესით ბევრი ხალხი ჰყავს დასაქმებული. არ არის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ პენსია აქვს. ყველამ იცის რომ საერთოდ “ქართული ოცნება” არც იყო ხელისუფლებაში, როდესაც იგი საკმაოდ მძლავრად იდგა ფეხზე. მე მაინც მგონია, რომ უზნეოს უზნეობა ელანდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ეჭვქვეშ აყენებს იმ თანხას თუ უძრავ ქონებებს, რომლებიც მთავრობის წევრებს, მათ შორის პრემიერმინისტრს, 2017 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, როგორც ოჯახის წევრისგან საჩუქარი, ისე აქვს მითითებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა.

იტვირთბა....