aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

ბოკუჩავა: სააკაშვილი სპეცრაზმმს აეროპორტისკენ მიჰყავს (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათაინ ბოკუჩავა ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აეროპორტის მიმართულებით მიჰყავთ. ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ხდება.

მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი ტანია ბარგანოვსკაია​ აცხადებს, რომ სააკაშვილის დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე რა მიმართულებით წაიყვანეს ის უცნობია. მისი თქმით, ასევე უცნობია ვინ შეიჭრა რესტორან “სულგუნში” და რა მიმართულებით წაიყვანეს დაკავებული სააკაშვილი გაუგებარია. პრესსამსახურის განცხადებით, ადვოკატები ამ წუთებისთვის არკვევენ სად არის გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი. მისივე განცხადებით, გამტაცებლები თეთრი ფერის “ვოლკსვაგენის” მინიავტობუსებით გადაადგილდებოდნენ და ერთ ერთის ნომერი იყო: АА 0121 СН!

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი მის ოფისთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმა დააკავა.

 

იტვირთბა....