ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის დროს დაღუპული პირების ოჯახებს კომპენსაცია დაენიშნებათ

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ან მუშაობის დროს მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი იმ პირის ოჯახს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული რომელიმე უწყების თანამშრომელია, ყოველთვიურად 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნებათ. ახალი წესი ძალაში 2018 წლის 1 ივნისიდან შევდა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებიც სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინიციატორთა ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი. კერძოდ, 2011 წელს – 1 თანამშრომელი, 2012 წელს – 1 თანამშრომელი, 2016 წელს – 2 თანამშრომელი და 2017 წელს – 1 თანამშრომელი.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მისი ავტორები უმრავლესობის წევრები არიან.

იტვირთბა....