ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პეტრე პოროშენკო: “ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება სააკაშვილის მომავალი”

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ავრცელებს.

„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით, საამისოდ საჭიროა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყოს“, – განაცხადა პოროშენკომ Profil-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის კანონი დაარღვია.

„ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. მისი გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.

იტვირთბა....