ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში პანკისში დაკავებულ 7 პირს დღეს წინასწარი პატიმრობის 2 თვიანი ვადა ამოეწურა. მისი თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიებისთვის კიდევ ერთ თვეს და დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. საქალაქო სასამართლო დღევანდელ სხდომაზე სწორედ პროკურატურის ამ შუამდგომლობას განიხილავს.
დაკავებულების ადვოკატები კი აღმკვეთი ღონისძიების გაუქმებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციისას 4 პირია დაკავებული, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს. ორი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს.