ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩავუშოღლუ: თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობა გაწყვეტის პირასაა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები გაწყვეტის პირასაა, ამერიკელების მხრიდან სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მხარდაჭერის გამო.

„აშშ-სთან კავშირები კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ან გამოვასწორებთ ამ ურთიერთობებს, ან ისინი სრულიად გაწყდება. ჩვენ შეერთებული შტატებისგან კონკრეტული ნაბიჯები გვჭირდება. დაკარგული ნდობა აღდგენას საჭიროებს. ნდობის დაკარგვის მიზეზი შეერთებული შტატებია. ჩვენ არ გვსურს დაპირებები და ვალდებულებები, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯების ხილვა გვსურს. აშშ-თან დიალოგის დროს, აუცილებელია დაკარგული ნდობის აღდგენა. ნდობის დაკარგვის მიზეზი კი აშშ-ის ქმედებებია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

იტვირთბა....