ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: „ევროპული საქართველოსთვის” სააკაშვილი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ივანიშვილი”

ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას, აღნიშნა, რომ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის შექმნა შეუძლებელი იქნება.

ხუხაშვილის განცხადებით, დღეს “ევროპული საქართველოს” მთავარი საფრთხე მიხეილ სააკაშვილი უფროა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.

„ოპოზიცია სამ სეგმენტად იყოფა: პროევროპული ფრთა, სადაც შიდა განხეთილებაა. ამის მაგალითია ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც 10 წლიანიანი დანაშაულის თანამონაწილეები არიან. ჩემი გადმოსახედიდან ევროპული საქართველო “ქართული ოცნების” მოკავშირე უფროა, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის”. მათთვის უფრო დიდი საფრთხეა მიხეილ სააკაშვილი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. მეორე ფრთას ევროსკეპტიკოსები წარმოადგენენ. მათი გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” ნაფშხვენებთან შეუძლებელია. მესამე ფრთა კი ნულოვანი პარტიებია. ისინი ვერ ქმნიან ენერგეტიკას, ნული ასსზე, რომ გავამრავლოთ მაინც ნულია. აქედან გამომდინარე რთულია ოპოზიციამ გაერთიანებული კანდიდატი დაასახელოს.“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა, ასევე ყურადღება გაამახვილა ნინო ბურჯანაძის კოალიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ გამწევი ძალა სჭირდებათ.

„ 2012 წელს ოპოზიციის გაერთიანების შედეგად საზოგადოებამ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ვერდიქტი გამოუტანა. ამით წერტილი დაესვა მათ ჩაკეტილ მმართველობას. იმ პერიოდში ოპოზიციას, რომ არ ჰყოლოდა ბიძინა ივანიშვილი, გამარჯვებას ვერ მოახერხებდა, რადგან სწორეს ის იყო გამწევი ძალა. ბურჯანაძესა და მის ალიანს კი ასეთი ძალა არ გააჩნიათ“- აღნიშნა ხუხაშილმა.

იტვირთბა....