„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ სააკაშვილი ივანიშვილის საქმეს აკეთებს.
“ქართული ოცნების“ მმართველობის მეექვსე წელია. ყველა მიმართულებით ქვეყანა მიდის ძალიან სახიფათო გზაზე. გაიზარდა კორუფცია, კრიმინალი, შემცირდა ეკონომიკური ზრდა, შესუსტდა თავდაცვისუნარიანობა, ფაქტობრივად საერთაშორისო დღის წესრიგიდან გაქრა საქართველო. ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი შეიცვალოს. ქვეყანას სათვეში უნდა ჩაუდგეს გუნდი, რომელმაც რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.
ამ ბრძოლაში ვიცით რასაც ვუპირისპირდებით – ოლიგარქს, რომელსაც უზარმაზზარი ფულადი შესაძლებლობები აქვს. ამ ბრძოლაში მთვარია რაც შეიძლება ბევრი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე. ამ ვითრებაში ნებისმიერი ლიდერი, რომელიც უიმედობას თესავს ნებსით თუ უნებლიეთ ივანიშვილის საქმეს აკეთებს. სააკაშვილი პირველად არ იძახის, რომ არჩევნების გზით ივანიშვილს ვერ დაამარცხებ. ამაზე უფრო სახიფათო გზავნილი ქვეყნის დემოკრატიის განსავითრებლად არ არსებობს. თუ კი ლიდერი გეუბნება, რომ არჩევნებს აზრი არ აქ, ნერგავ უიმედობას და არჩევნების ნაწილს ტოვებ სახლში. არ შეიძლება ოპოზიციის ნაწილს ეუბნებოდე გავერთიანდეთო და თან ეუბნებოდე არჩევნებს აზრი არ აქვსო – ამიტომ ვუწოდე სააკაშვილის საუბარს ბოდვა“, – აცხადებს ბოკერია.