ახალი ამბები მთავარი სამართალი

კალაძე: ატენის ქუჩის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდები

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება და ამის შესაბამისად იმოქმედებს. მისი თქმით, ქუჩის მცხოვრებლებმა სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა წააგეს და მან წინა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

“სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას დაველოდები. ერთი კი ვიცი, რომ წინა სასამართლლო ქუჩის მცხოვრებლებმა წააგეს და კოეფიციენტი, რომელიც  წარმოდგენილი იყო, სასამართლომ ძალაში დატოვა. ასე, რომ დაველოდოთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ატენის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს, თბილისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მოსახლეობის ნაწილი ამავე ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვს.

ატენის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს. საუბარია კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე, რომლის გადახედვასაც მერს კიდევ ერთხელ სთხოვენ.

მოსახლეობის თქმით, კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩაზე მშენებლობაზე თანხმობა, არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს გასცა.

იტვირთბა....