ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილის ძმა: “დოდოს რომ ესროლა, თავდამსხმელი ვეღარ გაისროდა”

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი “ქრონიკასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობა, შესაძლოა, 15 წლის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

თემურ გუგეშაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ერთი და იმავე სახის მასრები ამოიღეს და შესაბამისად, დოდო გუგეშაშვილს იარაღი არ გმაოუყენებია.

“მის სამეგობროში იყო მცირედი კონფლიქტი, ოღონდ ომართან დაკავშირებული არ ყოფილა და არც ფიზიკურ დაზიანებას ქონია ადგილი. შესაძლოა, მკვლელობა გარდაცვლილის სამეგობროში 15 წლის წინანდელ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს. ის, რომ დოდოს იარაღი ქონდა ამაზე არ იყო საუბარი. დოდოს რომ ესროლა, მერე თავდამსხმელი ვეღარ ისროდა”, – აცხადებს თემურ გუგეშაშვილი.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრილია და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

იტვირთბა....