ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, გუშინ “შაბათის კურიერში” მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დანიელმა აღნიშნა, რომ ტახტისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა რომელიც მძაფრი და არასასურველი გზით გამოვლინდა.
„ნამდვილად არ არის ბრძოლა ტახტისთვის, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული უთანხმოებაც. ეკლესია ერთიანია, მთლიანია, პატრიარქის ავტორიტეტი აბსოლუტურია ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული სასულიერო პირებისათვის. ეს ამთლიანებს ეკლესიას და ნამდვილად არ ყოფილა ის მოვლენები რაც იყო, არ იყო ტახტისთვის ბრძოლა. ეს იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის ცოტა შეიძლება მძაფრი და არასასურველი ფორმით გამოვლენა, მაგრამ ჩვენ ერთიანი ვართ პატრიარქის ავტორიტეტის გარშემო,“ – აღნიშნა მეუფე დანიელმა.
ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქობისთვის ბრძოლა არამარტო ეკესიის შიგნით არამედ მის გარეთაც მიმდინარეობს. ასევე მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ძალებიც.
წყარო: “კურიერი”