ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველო ავრცელებს.
ამ დროისთვის აღმოსავლეთის ქარის სიჩარე 12-17 მ/წმ-ს აღწევს, დროგამოშვებით 21-23 მ/წმ დაქროლვით. ზღვის ღელვა 2-3 ბალამდე ფიქსირდება, რომელიც ხვალ ღამის საათებში 4 ბალამდე მოიმატებს და 14 თებერვამდე შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, მომდევნო სამი დღის მანძილზე დროგამოშვვებით იწვიმებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი + 10 გრადუსს მიაღწევს.