ამ წუთებში ღუდუშაურის საავადმყოფოში თბილისის პოლიციის უფროსი, ნიკა სამარღანაშვილი თანამშრომლებთან ერთად იმყოფება.
შსს-ს თანამშრომელები უკვე ერთი საათია საავადმყოფოს ტერიტორიაზე არიან შესული. ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა სამარღანაშვილის კლინიკაში მისვლა დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვას.
როგორც ცნობილი გახდა, გუგეშაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მისი პალატაში გადაყვანა არც დღეს იგეგმება.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).